მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:1

1. რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.2. რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
1. რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა (9,1).:

თარგმანი: მსახურებად წმიდათა უწოდს მოწყალებასა გლახაკთასა, რომლისათჳს მიწერასა ამისთჳს ნამეტნავ უწოდს, ვითარმცა კეთილად წარემართა მათ სათნოებაჲ ესე, და ამის მიერ უმეტესად წყალობად აღადგინებს მათ, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნების კაცი, რაჟამს ესოდენ იყოს განთქუმულებაჲ მისი, რომელ არღარა უჴმდეს თანამზრახვალი და მასწავლელი საქმისა რაჲსმე, და იგი უდარეს სახელისა გამოჩნდებოდის მოქმედად საქმისა მის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის