თარგმანი: ესე ზემოჲსავე შემდგომი არს წარმოთქუმაჲ მიზეზსა ზედაჲს-ზედა სწავლისასა. ესე იგი არს, რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო მისსა მოძღურისაგან მისისა ქრისტესსა ადრე განსლვაჲ მისი ჴორცთაგან, ვინაჲცა მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მოსწრაფე იყო, რაჲთა მოკლებაჲ იგი ჟამთა თჳსთაჲ აღავსოს ზედაჲს-ზედაობითა დაუცხრომელ ყოფითა ქადაგებისაჲთა, რაჲთა შემდგომად მიცვალებისაცა ქადაგებდეს ამათითა მოჴსენებითა შორის მოწაფეთა თჳსთა, და ზოგად აღორძნდებოდეს სარგებელი მოწაფეთაჲ და სასყიდელი მოძღურისაჲ.
12. რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.13. ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა.14. უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე.
2 პეტრე თავი 1