მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 1:12

11. არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა,12. რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.13. ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა.
2 პეტრე თავი 1
12. რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.
თავი ა̂. ჩინებისათჳს სარწმუნოებისა და საქმეთა მიერ დამტკიცებისათჳს სათნოებათაჲსა სასოებითა საუკუნეთა მათ კეთილთაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა (1,12).:

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ვითარცა უქმებასა და უდებებასა შინა მყოფთა ამხილებს და ამით მწუხარე იქმნენ, ამისთჳს აქებს, ვითარმედ: არა ვითარცა შერყეულთა და უმეცართა, არამედ ვითარცა მეცნიერთა და მტკიცეთა მიმართ მივსწერ. ხოლო მოწევნულად ჭეშმარიტებად უწოდს ქადაგებასა ქრისტესსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის