მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 1:18

17. რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისსა ესევითარისგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.18. და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა.19. და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.
2 პეტრე თავი 1
18. და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა.
თავი ბ̂. მცნებაჲ მოჴსენებად მოძღურებისა შემდგომად განსლვისა მისისა, და ვითარ-იგი თაბორს ესმა ჴმაჲ მამისაჲ ძისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით, და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა, რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ; ჴმაჲ რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათ. 17:5). და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა (1,16-18).:

მოციქულისაჲ: ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა, განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა. უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ (1,13-15).

თარგმანი: ესე ზემოჲსავე შემდგომი არს წარმოთქუმაჲ მიზეზსა ზედაჲს-ზედა სწავლისასა. ესე იგი არს, რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო მისსა მოძღურისაგან მისისა ქრისტესსა ადრე განსლვაჲ მისი ჴორცთაგან, ვინაჲცა მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მოსწრაფე იყო, რაჲთა მოკლებაჲ იგი ჟამთა თჳსთაჲ აღავსოს ზედაჲს-ზედაობითა დაუცხრომელ ყოფითა ქადაგებისაჲთა, რაჲთა შემდგომად მიცვალებისაცა ქადაგებდეს ამათითა მოჴსენებითა შორის მოწაფეთა თჳსთა, და ზოგად აღორძნდებოდეს სარგებელი მოწაფეთაჲ და სასყიდელი მოძღურისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით, და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა, რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ;...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის