თარგმანი: რომელნი-ესე მადლით გამოჴსნილ ვართ ცოდვათაგან, ამისდა თხოვად სწავლულ ვართ, რაჲთა მარადის ანგელოზსა მშჳდობისასა ვითხოვდეთ მშჳდობის-ყოფად პირველად შორის სულისა და ჴორცთა ჩუენთა. ამისსა შემდგომად — გარეთ მომავალთა ბრძოლათაგან სულიერთა და ჴორციელთა, კაცთა და ეშმაკთა მიერთა. ესევე ნიჭი მშჳდობისაჲ თჳთ დაგჳტევა ქრისტემან, რაჟამს თქუა: მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, და მოწაფეთა ჰრქუა: რაჟამს შეხჳდეთ სახლსა, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და აწცა მღდელი მრავალ-გზის იტყჳს: მშვდობაჲ ყოველთა; რამეთუ ესე არს დედაჲ სიხარულისაჲ, რომლისა განმრავლების მიზეზად აწ მოციქული მეცნიერებასა იტყჳს ღმრთისასა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი მან თავადმან ქმნა ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, საცხორებელად კაცთა ქმნა და არა ხოლო საწუთრონი ესე, არამედ საუკუნენიცა იგი კეთილნი ჩუენ განგჳმზადნა. და აღუთქუამს მათ, რომელნი შეუდგენ მწოდებელისა მის ჩინებასა სათნოებისა მიდევნებითა, რაჲთა გზით იწროჲთ და ბჭით არა-ვრცელით შეიყვანნეს იგინი დიდებასა და ბრწყინვალებასა თჳსსა.
2 პეტრე 1:4
3. რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა;4. რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა.5. და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ,
2 პეტრე თავი 1