თარგმანი: რომელი "ესე"? არამედ ზემო წარმოთქუმული მწყობრი სათნოებათაჲ, რომლისაჲ-იგი არა ხოლო ჩუენ თანა ყოფაჲ, არამედ გარდამატებაჲცა საძიებელ არს, რამეთუ მრავალჟამეული ქმნაჲ დღითი-დღე შემატებასა ჰყოფს სათნოებისასა, ხოლო ვიდრე აღსასრულადმდე მოქმედებაჲ სათნოებისაჲ კადნიერებასა მოგუცემს საზარელსა მას დღესა ქრისტეს შემეცნებისასა, რომელ არს დღე მეორედ მოსლვისაჲ, რომელსა შინა მოღუაწე სათნოებისაჲ არა უქმ, არცა უნაყოფო იპოოს, არამედ რომელი აქა ძალისაებრ იცნან მცირედ სარკითა, მუნ შეემეცნოს უსრულესად და უცხადესად. ხოლო უკუეთუ ცალიერ იყოს სათნოებისაგან, ბრმა იპოვოს იგი საღმრთოჲსა მის საუკუნოდ მხედველობისაგან, რამეთუ აქავე დაივიწყა მან სიფრთხილით დაცვაჲ განწმედისაჲ მის, რომელი მიიღო ქრისტეს მიერ მადლით მიტევებითა პირველთა ცოდვათაჲთა. და რომელმან არა აქავე განიწმიდოს თავი თჳსი, თჳნიერ სიწმიდისა ვერ იხილოს მან უფალი.
2 პეტრე 1:9
8. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა.9. ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ.10. ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე.
2 პეტრე თავი 1