თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ქრისტეს მიერ ჩინებულ ვართ, რაჲთა ჩუენ დავიმკჳდროთ სასუფეველი, ხოლო აღთქუმულისა მის ჩინებისა და რჩეულებისა დამტკიცებაჲ ჩუენ ზედა არს, რაჲთა ვიდოდით გზათა მუნ მიმყვანებელთა, რომელ არიან კეთილნი საქმენი, რომელთა მოქმედებასა უწოდს ბჭე უცთომელად შემყვანებელ საუკუნესა მას სასუფეველსა, რომელი-იგი ამისთჳს ძისაჲ არს, რამეთუ ყოველივე მამისაჲ მისი არს.
2 პეტრე 1:10
9. ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ.10. ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე.11. არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა,
2 პეტრე თავი 1