თარგმანი: ვინაჲთგან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსა რწმუნებაჲ თქუა, აწ განაკრძალებს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთაგან, რაჲთა განარჩევდენ მათ, ვითარცა ღუარძლსა იფქლისაგან და უწყოდენ კრძალვაჲ მათგან, ვითარცა საძოვართა სასიკუდინეთაგან. ამას თანა და კუალად მის ჟამისსაცა აუწყებს ყოფადსა მწვალებელთა მიერსა სიბოროტესა, რამეთუ იწყებდა-ღა ოდენ საცთური იგი ნიკოლაელთაჲ, რომელთათჳს მრჩობლსა სიბოროტება წინა-მოასწავებს, ვითარმედ შჯულითა უღმრთო იყვნენ და საქმითა ბილწ, რომლითა უმრავლესნი მიიზიდნენ საცთურსა მას მათსა და იყვნენ მგმობარ ქადაგებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარცა ყოვლად წინა-აღმდგომსა ტყუილისასა, და უძჳრესი ესე არს, რამეთუ ტყუილისა იგი სიტყუანი ღონე შეძინებისა და სავაჭრო ანგაჰრებისა ყვნეს, რომელი-ესე ყოვლად უცხო არს შჯულისაგან საღმრთოთა სიტყუათაჲსა. ესევითართა მათ უკეთურებისა საშჯელი წინა-განმზადებულ არს ღმრთისა მიერ წინაჲსწარ ყოვლისავე მეცნიერისა, რამეთუ რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყოდა ყოფაჲ კაცთაჲ კეთილთა და სათნოთაჲ და მისაგებელად ღუაწლისა მათისა წინა-განუმზადნა მათ საშუებელნი ზეცისანი, მანვე წინაჲსწარ ცნობითა ბოროტ ყოფადთა მათგან უჩინა ადგილი...
2 პეტრე 2:1
1. იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა.2. და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.
2 პეტრე თავი 2