თარგმანი: ესე არს თარგმანი და ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ თქუმული პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა თავით თჳსით არა აიჴსნების, არცა გულისჴმა-იყოფების, არამედ ძუელისა მისგან შჯულისა განსწავლულთა უჴმს, რაჲთა მოუჴდენ სარწმუნოებასა ქრისტესსა და მას შინა იხილონ თარგმანებაჲ, და უფროჲსღა საქმით აღსრულებაჲ მათ მიერ თქუმულისაჲ და წინა-მოსწავებულისაჲ.
2 პეტრე 1:21
20. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების.21. რამეთუ არ ნებითა კაცთაჲთა მო-სადამდე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი.
2 პეტრე თავი 1