თარგმანი: ესეცა სიმონიანთა საცთურნი წარმოთქუნა, რაჲთა განაყენნეს მათ თანა აღრევისაგან, რამეთუ განუცხადებს, ვითარმედ: არა სიყუარულისა მიზეზითა არს თქუენ თანა აღრევაჲ მათი, არამედ რაჲთა პოვონ ჟამი და აცთუნონ ვინმე საქმითა ბილწებისაჲთა. ამათთჳსვე პავლეცა იტყჳს მიმოსლვასა და სახლებსა შესლვასა, რაჲთა გამოტყუენნენ მიერ დედანი შეკრებულნი ცოდვითა. ვინაჲცა, ვითარცა გულითა ანგაჰრთა და გულისთქუმითა განფრდილთა, შვილ წყევისა სამართლად სახელ-ედების, ვითარცა ეკლისა და კუროჲსთავისა გამომღებელთა.
2 პეტრე 2:14
13. და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან.14. თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი.15. დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა.
2 პეტრე თავი 2