თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ტრფიალებითა საჴმართ მოგებისაჲთა აიძულა ღმერთსა მისნობისა ჴელოვნებითა მომრეწელმან მან საჴმართამან ბალაამ შემდგომად ორ-გზის დაყენებისა კუალად წარსლვაჲ ბალაკისსა, რაჲთა შეიძინნეს მიერ საფასენი, რომლისთჳსცა არა ენება ღმერთსა და ჰრქუა, რაჲთა არა წარვიდეს. ხოლო შემდგომად იძულებისა მიუშუა წარსლვად, არამედ შეუკრა პირი, რაჲთა ვერ თქუას, რაჲ-იგი არა ჰნებავს ღმერთსა. და ვერცა თქუა, დაღაცათუ სამ-გზის იცვალა ადგილი, რამეთუ წინაჲსწარცა მგზავრ მხილებულ იყო კარაულისაგან პირუტყჳსა, რომელი ესრეთ ამხილებდა, ვითარმედ: უკუეთუ მე მივსდერკ გზისაგან წინადამთხუევისათჳს ანგელოზისა, ვითარ შენ არა შეიკდიმე სლვად გზასა, რომლისაგან გაყენებდა ღმერთი? ვინაჲცა ბოროტად მოკუდა მისანი იგი.
14. თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი.15. დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა.16. მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ
2 პეტრე თავი 2