თარგმანი: იგი არს წყარო ურწყულ, რომელსა არა აქუნდეს მის შორის მეტყუელად ცხოველი იგი სიტყუაჲ მამისაჲ, ღუარი საშუებელისაჲ მომდინარე მადიდებელად წარმართთა. ამისთჳს, ვითარცა ღრუბელნი ბნელისანი, ბნელსა საუკუნესა მიეცემიან, რამეთუ ვითარცა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა — ღრუბელ ნათლისა, ეგრეთვე ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოძღუართა ღრუბელ ბნელისა სახელ-ედების, ვინაჲთგან არა ხოლო დრკუდ მეტყუელებისა, არამედ სილაღით მომზრახობისაცა საშჯელსა დაიმკჳდრებენ, ვითარცა მაცთუნებელნი მათნი, რომელნი ერთ-გზის ლტოლვილ იყვნენ ბოროტთა გულისთქუმათაგან, და რამეთუ ცოდვასა შინა მყოფთა წარჴსნილობასა თავისუფლება უწოდენ მონანი იგი ცოდვისა და ხრწნილებისანი. რამეთუ, რომლისაგან ვინმე ძლეულ იყოს რაჲსაცა ვნებათაგანისა, მონა მისსა სახელ-იდების.
2 პეტრე 2:18
17. ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს.18. რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან.19. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.
2 პეტრე თავი 2