მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 2:19

18. რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან.19. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.20. რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა.
2 პეტრე თავი 2
19. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს, რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულისთქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ (2,17-19).:

თარგმანი: იგი არს წყარო ურწყულ, რომელსა არა აქუნდეს მის შორის მეტყუელად ცხოველი იგი სიტყუაჲ მამისაჲ, ღუარი საშუებელისაჲ მომდინარე მადიდებელად წარმართთა. ამისთჳს, ვითარცა ღრუბელნი ბნელისანი, ბნელსა საუკუნესა მიეცემიან, რამეთუ ვითარცა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა — ღრუბელ ნათლისა, ეგრეთვე ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოძღუართა ღრუბელ ბნელისა სახელ-ედების, ვინაჲთგან არა ხოლო დრკუდ მეტყუელებისა, არამედ სილაღით მომზრახობისაცა საშჯელსა დაიმკჳდრებენ, ვითარცა მაცთუნებელნი მათნი, რომელნი ერთ-გზის ლტოლვილ იყვნენ ბოროტთა გულისთქუმათაგან, და რამეთუ ცოდვასა შინა მყოფთა წარჴსნილობასა თავისუფლება უწოდენ მონანი იგი ცოდვისა და ხრწნილებისანი. რამეთუ, რომლისაგან ვინმე ძლეულ იყოს რაჲსაცა ვნებათაგანისა, მონა მისსა სახელ-იდების.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კჱ ვითარმედ კაცი უფლებული ცოდვათაგან არარაჲთა განყოფილ არს ეშმაკეულისაგან:

...იგინიცა ეშმაკეულ არიანა და უძჳრესცა ეშმაკეულთასა? და რაჲთა არა ფრიად განმრავლდეს სიტყუაჲ ესე ჩემი, თქუენ დაგიტევებ გულისჴმის-ყოფად თითოეულისა ვნებისათჳს, ვითარ რომელიცა ვის სრულიად ეუფლოს, ცნობამიღებულ და ეშმაკეულ ჰყოფს. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისაგანცა ძლეულ არს კაცი, მისდაცა დამონებულ არს“. აწ უკუე თითოეულისა ვნებისა ეშმაკი არს; რომელი იძლიოს და დაემონოს ეშმაკსა რომლისავე ვნებისასა, არა ეშმაკეულ არსა ესევითარი იგი?

აწ უკუე ესე ყოველი, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ და ნუ ვიქმნებით მონა ვნებათა, არამედ აზნაურებაჲ იგი, რომელი ქრისტემან მოგუანიჭა, შევიტკბოთ და მას მხოლოსა ვჰმონოთ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა; ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „მონანი ხართ, რომელსაცა ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ, ანუ მორჩილებად სიმართლისა“; და მერმე იტყჳს: „ვითარცა წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“, და შემდგომი ამისი.

ამისთჳს, საყუარელნო, ვისწრაფოთ განთავისუფლებად მონებისაგან ვნებათაჲსა და ვჰმონოთ სიმართლესა, რა...

სრულად ნახვა