მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 2:21

20. რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა.21. უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.22. შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა.
2 პეტრე თავი 2
21. უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ, რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა, მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს. ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. უმჯობეს იყო მათდა ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა (2,20-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან მწვალებელნი იგი სიმონიანნი მორწმუნეთა გარდააქცევდეს, არა ხოლო შჯულითა ბოროტად-მადიდებელ ყოფად, არამედ საქმითაცა ბილწ და არაწმიდა ყოფად, ამისთჳს მოციქული განაჩინებს, ვითარმედ უძჳრეს უმეცრისა და წარმართისა ცოდვისა არს ცოდვაჲ ქრისტეანისაჲ, წმიდათა მათ ქრისტეს მცნებათა დამტევებელისაჲ და შემდგომად ბოროტთა მათ გულისთქუმათა თჳსთა მიდევნებულისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის