მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 2:22

21. უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.22. შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა.
2 პეტრე თავი 2
22. შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი იმწუბა სანგორელსა მწჳრისასა (2,22).:

თარგმანი: შემოღებითა იგავთა მიერ სიტყჳსა საწამებელისაჲთა ძაღლსა და ღორსა მიამსგავსებს მათ, რომელთა შემდგომად საცთურისაგან მოქცევისა და ჭეშმარიტებისა ცნობისა კუალად საცთურივე შეიყუარონ და მიექცენ ჩუეულებასა პირველისა მის არაწმიდებით ქცევისა და მოქალაქობისა თჳსისასა, რომლისაგან გამოიჴსნნეს სარწმუნოებითა ქრისტესითა.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...მაშ, ნუ უგულებელვყოფთ ჩვენს ცხონებას, გევედრებით, რათა ფუჭი არ გახდეს ჩვენი შრომა. რადგან, ამბობს, „კაცი, რომელიც განეშორება თავის ცოდვას და კვლავ მიდის და იმავეს აკეთებს, ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა“ (; )1. თუ ასე მოვიქცევით და ასე ვიფხიზლებთ, შევძლებთ ღირსნი გავხდეთ იმ ჯილდოთა მიღებისა, რომელთა მიღწევაც ყველას გვერგოს.2

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სათარგმნო შენიშვნები

  1. ზირაქის შესაბამისი მუხლი ადგილობრივ პარალელურ კორპუსში არ მოიძებნა; პირველი ნაწილი წყაროდან პირდაპირ ითარგმნა, ხოლო ბოლო ბიბლიური სახე ძველი ქართული კორპუსიდანაა მოტანილი.
  2. ბერძნულ წყაროში ბოლო წინადადება დოქსოლოგიამდე და...
სრულად ნახვა