მოციქულისაჲ: აჰა ესერა საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა (3,1-2).
თარგმანი: თჳსსაცა მოაჴსენებს, ვითარმედ ორ-გზის მიწერითა ებისტოლისაჲთა უმეტესად ცხად ჰყოფს წადიერებასა, რომელი აქუს ცხორებისათჳს მათისა. და კუალად სხუათაცა მოციქულთა ქადაგებასა დაუმტკიცებს, ვითარმედ ყოვლად ერთ-ჴმა არიან წინა-მოსწავებასა თანა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთასა, და ესრეთ განაღჳძებენ კაცთა ჰრულისაგან უდებებისა მოქმედებად მცნებათა ქრისტეს მაცხოვრისათა.
მოციქულისაჲ: ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანასკნელთა დღეთა მეკიცხარნი გულისთქუმისაებრ თჳსისა მავალნი და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ (3,3-4).
თარგმანი: ესე სიტყუანი არიან ლამპეტიანელთა წვალებისანი, რომელთა-იგი სახელ-ედების მლოცავცა და გუელოსანცა, რამეთუ მრავალ-სახეობისაებრ საცთურისა...