1.აჰა ესერა, საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა2.მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა.3.ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი4.და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ.5.რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.6.რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა.7.ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა.8.ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე.9.არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ.10.ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ.11.რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით.12.და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ.13.ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს.14.ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშჳდობით.15.და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.16.ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.17.თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა.18.არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ.
მოციქულისაჲ: აჰა ესერა საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა (3,1-2).
თარგმანი: თჳსსაცა მოაჴსენებს, ვითარმედ ორ-გზის მიწერითა ებისტოლისაჲთა უმეტესად ცხად ჰყოფს წადიერებასა, რომელი აქუს ცხორებისათჳს მათისა. და კუალად სხუათაცა მოციქულთა ქადაგებასა დაუმტკიცებს, ვითარმედ ყოვლად ერთ-ჴმა არიან...
...ათაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს-იგი ეკიდა ჯუარსა ზედა? არამედ კმა-ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლებად ცოდვათაგან. უკუეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდვები სიჭაბუკესა შენსა და იტყჳ, ვითარმედ შორს არს ჟამი იგი სიკუდილისაჲ, რამეთუ „დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი, მოვიდისო ღამით“. ამისთჳს უცნაურყო ჟამი აღსასრულისა ჩუენისაჲ უფალმან, რაჲთა საცნაურ და ჭეშმარიტ ვყოთ მოსწრაფებაჲ ჩუენი და მოქცევაჲ ცოდვათაგან. არა ჰხედავა, ვითარ ჩჩჳლნი წარიტაცებიან სიკუდილისაგან, ჭაბუკნი ურიდად მოსწყდებიან?! ამისთჳს წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა სდროებ დღი-თი-დღე, ნუუკუე ვიდრე-იგი ჰყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წარმყვანებელთაჲთა“.
ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა, კაცად-კაცადმან ისწავენ მოძღურებაჲ იგი, რაჲთა არცა ვინ უზრუნველ იყოს, არცა სასოწარკუეთილ, რამეთუ და-ღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი, არამედ უკუეთუ შევინანოთ, არა მოტევებაჲ ხოლო ვპოოთ, არამედ ცხორებაჲცა საუკუნოჲ დავიმკჳდროთ და გჳრგჳნი სასუფეველისაჲ მოგუეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩუენი კაცთმოყუარე არს. უკუეთუ შევინანოთ, ყოველივე აღ-...
...რმე კუალად ნეტარმან პავლე] და სხუათა მოციქულთა ებისტოლებითა განამტკიცნეს მორწმუნენი და ყოველი სწავლაჲ ღმრთისმსახურებისაჲ მოგუცეს.
ხოლო ვინაჲთგან აღწერილსა მას შინა მახარებელთა და მოციქულთასა მრავალი იყო „ძნიად საცნაურ, და ვიეთნიმე უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევდეს მსგავსად მათისა წარწყმედისა“, ვითარცა მოციქული პეტრე იტყჳს კათოლიკესა შინა, ამისთჳს შემდგომად მოციქულთა გამოაჩინნა უფალმან სხუანიცა მნათობნი სამყაროსა მას ეკლესიისასა, წმიდანი მღდელთმოძღუარნი, რომელთა, მსგავსად მოცემულ[ისა მათა მადლისა], განგჳმარტეს ყოველივე ძნიად გულისხმისსაყოფელი წერილთაჲ და გარდამაქცეველნი [იგი ჭეშმარიტებისანი - მწვალებელნი - შეაჩუენნეს და სირცხჳლეულნი განიოტნეს ეკლესიისაგან და განანათლეს ერი მორწმუნეთაჲ. ხოლო უფროჲს ყოველთასა მიეცა მადლი იგი სწავლისაჲ და გამოთარგმანებაჲ წერილთაჲ წმიდასა და ღმერთშემოსილსა იოვანე ოქროპირსა, რომელი-იგი იყო მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლისაჲ; რამეთუ პირველ მისაცა] იყვნეს მნათობნი დიდნი: წმიდაჲ ათანასე ალექსანდრიელი და წმიდაჲ გრიგოლ საკჳრველთმოქმედი ნეო[კესარიელი] და წმიდაჲ ბასილი კესარია-კაბადუკიელი და წმიდაჲ გრიგოლ ღმრთისმეტყუელი და წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი და სხუანი მსგავსნი ამათნი, გარნა ვინაჲთგან მათთა დღეთ...