თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სცა მას და ელის სინანულსა ყოველთასა. ამისვე პირისათჳს მისვე სულისა მიერ აღძრული პავლე ჴმობს, ვითარმედ: სიტკბოებაჲ და სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს, ხოლო შენ უნანელითა გულითა შენითა იუნჯებ რისხვასა. ამით ესევითარითა და სხჳთა მრავლითა მოსწრაფე არიან, რაჲთა ყოველნი სიწმიდით და ღირსებით განმზადებულ ყვნენ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა.
2 პეტრე 3:15
14. ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშჳდობით.15. და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.16. ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.
2 პეტრე თავი 3