მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 3:17

16. ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.17. თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა.18. არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ.
2 პეტრე თავი 3
17. თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა.
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაჲსწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროსა მას საცთურსა თანა აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა, არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).:

თარგმანი: ამას პავლეცა ღაღადებს: "ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან" (); და თჳთ თავადი უფალი: "ეკრძალენით მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ" (), რამეთუ უმეტეს ყოვლისა მავნებელ არს თანა-აღრევაჲ უჯეროთა საცთურისაჲ და დამჴსნელ ყოვლისა წესიერებისა და კრძალულებისა სულიერისა; ვინაჲცა აღვირჩიოთ მახლობელ ყოფაჲ კაცთა წმიდათა და სიტყჳთ და საქმით მარგებელთაჲ, რომელთა მიერ აღორძნდების ჩუენ შორის ყოველი კეთილი, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და ყოველთა საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის