თარგმანი: ესე სიტყუანი არიან ლამპეტიანელთა წვალებისანი, რომელთა-იგი სახელ-ედების მლოცავცა და გუელოსანცა, რამეთუ მრავალ-სახეობისაებრ საცთურისა მათისა იყო სიმრავლეცა სახელთა მათთაჲ, რომელნი-იგი უვარ-ჰყოფდეს აღსასრულსა სოფლისასა და მეორედ მოსლვასა უფლისასა, რამეთუ არა ენება ყოფაჲ საშჯელისაჲ სიბოროტისათჳს ბილწთა საქმეთა მათთაჲსა, რომლისათჳს მოკიცხარ უწოდს.
2 პეტრე 3:4
3. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი4. და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ.5. რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
2 პეტრე თავი 3