თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ რომელ-იგი თქუენ დაყოვნებად და განგრძობად შეგირაცხიეს, ესე წინაშე უფლისა წამად ჟამისა შერაცხილ არს, რამეთუ ჩუენ წუთ ჟამისანი ვართ, ხოლო იგი დაუსაბამო არს და დაუსრულებელ; გარნა ეგრეთცა არავე ჰყოვნის, არცა გარდაჰვლის მისდა ხოლო საცნაურსა მას ჟამსა მოსლვისა მისისასა. ხოლო დროებაჲ ესე და სულგრძელებაჲ მისი ამისთჳს არს, რაჲთა არავინ უნაყოფოჲ მოეკუეთოს, არამედ ყოველთა მიეცეს ჟამი სინანულად მოსლვისა და ცოდვათაგან მოქცევისაჲ.
2 პეტრე 3:8
7. ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა.8. ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე.9. არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ.
2 პეტრე თავი 3