მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:1

1. ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,2. რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
1. ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().

1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება

ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი არა ცოდვებისაგან თავშეკავებაში აქვთ, არამედ იმაში, რომ გეჰენა, როგორც ითქმის, მეტად მკაცრი არ ჰგონიათ, არამედ მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი, დროებითი და არა საუკუნო; და ამის შესახებ ბევრს ფილოსოფოსობენ. მე კი მრავალი მხრიდან შემიძლია წარმოვაჩინო არა მხოლოდ ის, რომ იგი მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი არ არის, არამედ ისიც, რომ ბევრად უფრო მკაცრია, და ეს თვით გეჰენის შესახებ თქმული სიტყვებიდანაც დავასკვნა. მაგრამ ახლა ამის შესახებ სიტყვასაც არ აღვძრავ; რამეთუ საკმარისია შიში თვით შიშველი სიტყვებისგანაც კი, თუნდაც მათი აზრი არ განვმარტოთ. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ." ().

1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ

როცა პირველ წერილში თქვა, რომ „ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა" ()1, და რომ „ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა" (), და რომ „და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი" (), ამ ყველაფრით თავის სურვილს აჩვენებს, რომელიც ჰქონდა, რათა მათთან მისულიყო. ამიტომ, რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...1:13–18).

1.

საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. ამიტომ ნუ ვიფიქროთ, თითქოს სწავლების შესახებ რამე ნაკლულად ყოფილიყოს ნათქვამი; რადგან ბევრი რამ მას დაუწერლადაც გადასცა; და სწორედ ამას ახსენებდა, როცა ეუბნებოდა: „სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან“ (). რას ნიშნავს ეს, რასაც ამბობს? როგორც მხატვრების შემთხვევაში ხდება, ამბობს იგი, სათნოებისა და ღმერთს სათნოყოფილი ყოველივეს ხატი შენში ჩავბეჭდე, თითქოს შენს სულში დამედოს ერთგვარი კანონი, პირველსახე და საზღვრები. მაშ, ესენი გქონდეს: თუ რწმენის, თუ სიყვარულის, თუ უმანკოების შესახებ დაგჭირდება რაიმეზე განსჯა, იქიდან მიიღე ნიმუშები; სხვებისგან ხატის ძებნა აღარ დაგჭირდება, რადგან ყველაფერი იქ არი...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. შემაკავებელი ძალა და ანტიქრისტეს საცთური:

...*„და სასწაულებითა"** — ამბობს — „ტყუილისაჲთა" (): ანუ ან თავად მცდარით , ან ცრუობისკენ მიმყვანით.

„და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის" (). აბა, რატომ დაუშვა — იტყვის ვინმე — ღმერთმა, რომ ეს მოხდეს, და როგორი განგებულებაა ეს? და რა სარგებელი აქვს მის მოსვლას, თუკი ის ჩვენდა საზიანოდ მოვა? ნუ შეგეშინდება, საყვარელო, არამედ მოისმინე, რას ამბობს თვითონ : წარწყმედულთა შორის ძლიერია, რომელნიც, ის რომც არ მოვლენილიყო, ისედაც ვერ დარწმუნდებოდნენ. აბა, რა სარგებელი — იტყვის ვინმე? ის, რომ თავად ეს წარწყმედულნი პირდახშულნი დარჩებიან. როგორ? იმიტომ, რომ ის

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ მე. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (5,43).:

...თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ, ჰრქუა მეორჱცა მიზეზი, უკეთურებისა მათისა გამომაჩინებელი, რამეთუ პავლე ანტისათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელებით: „მოავლინოს ღმერთმან ძალი საცთურისაჲ, რაჲთა განსაჯნეს ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ“. ხოლო ქრისტემან არა თქუა, ვითარმედ მოვიდეს, არამედ: „უკუეთუ მოვიდესო”. რამეთუ ერიდებოდა მსმენელთა მათ და ამისთჳს დაიდუმა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ, ხოლო პავლე მიზეზიცა თქუა: რამეთუ იგი არს, რომელმან ყოველი სიტყუაჲ მიუღოს მათ. და ამისა შემდგომად მიზეზიცა თქუა მათისა ურწმუნოებისაჲ უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-გეწიფების რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (5,44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამითცა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ არა ღმრთისასა ეძიებდეს იგინი, არამედ მით მიზეზითა თჳსსა ნებასა აღასრულებდეს, რამეთუ იგინი არა ღმრთისასა ეძიებდეს, არამედ კაცთა დიდებასა. ხოლო გამოაჩინა რაჲ მრავლით კერძო, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ არა აქუს, და ამხილა ცხადად, ვითარმედ ყოველი სიტყუაჲ მი-ღებულ არს მათგან, მერმე მოიყვანა მოსეცა შემასმენელად მათა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰგონებ...

სრულად ნახვა