მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:10

9. რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა10. და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი,11. ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ,
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
10. და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი,
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.“ ().

„რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს,“ ().

„და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,“ ().

„რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა.“ ().

1. შემაკავებელი ძალა და ანტიქრისტეს საცთური

ვინმემ შეიძლება, პირველ რიგში, სამართლიანად იკითხოს: საერთოდ რა არის „შემაკავებელი", ხოლო შემდეგ ისიც გაიგოს, თუ რატომ ამბობს მას ასე ბუნდოვნად პავლე. მაშ, რა არის ეს „შემაკავებელი" იმისა, რომ იგი გამოცხადდეს, ანუ რა აბრკოლებს მას? ერთნი ამბობენ, რომ ეს არის სულის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის