თარგმანი: თუ "მოუვლინოს", ესე იგი არს, მიუშუას ყოფად საქმისა ამის, რაჲთა დაისაჯნენ, რომელთა არა ინებეს რწმუნებად ჭეშმარიტი ქრისტე.
2 თესალონიკელთა მიმართ 2:11
10. და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი,11. ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ,12. რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2