მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:4

3. ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,4. და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო.5. მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
4. და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მოვიდა, მაშინვე არ ამბობს, რათა მეტისმეტად არ დაამწუხროს; ეს მიზეზი კი ის იყო, რომ კეისარს ჰყავდა შეპყრობილი; ხოლო როცა ბოლოს თავისთან იხმო, მაშინ გამოაჩინა იგი. ხოლო შესავლიდანვე მას მწუხარებაში კი არ აგდებს, არამედ მისი ნახვის სასოებას უღვივებს: „მსურის ხილვაჲ შენი“ () და „ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე“ (). ამგვარად, მაშინვე, შესავლიდანვე, აღამაღლებს მას და მომდევნოს ქებით ამბობს.

„ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე, და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო“ (). ვმადლობ ღმერთს, რომ მახსოვხარ, ამბობს; ასე მიყვარხარ. ეს აღმატებული სიყვარულის საქმეა: როცა ვინმე მეგობრობითაც იმკობა იმის გამო, რომ ძლიერ უყვარს. „ვჰმადლობ ღმერთსა“ (...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...თუ თვითონ, მოწაფეებისაგან განშორებული, ასეთ რამეებს განიცდიდა, როგორ ფიქრობ, რას განიცდიდა ტიმოთე? თუ ცოცხალი განშორებისას ტიროდა, ისე რომ მას ეთქვა: „მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო“ (), რამდენად უფრო მისი აღსრულების შემდეგ? ამრიგად, ამას სანუგეშებლად წერდა; და მთელი ეპისტოლეც ნუგეშით არის სავსე და თითქოს ერთგვარი ანდერძია.

ამბობს: „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“ (). ამბობს: „ღუაწლი კეთილი“ (). მაშ შენც ამ ღვაწლს ჩაეჭიდე. სადაც ჯაჭვია, სადაც ბორკილებია, სადაც სიკვდილია, ეს ღვაწლი კეთილია? დიახ, ამბობს, რადგან ქრისტესთვის ხდება; დიდი გვირგვინები აქვს. **„ღუაწლი კე...

სრულად ნახვა