...ამრიგად, მრავალი აუცილებლობა მომიძღოდა შენკენ. მაშასადამე, ტიროდა. და სხვა მიზეზსაც ასახელებს, რომელიც ამავე დროს სანუგეშოც არის: „მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ“ (), ამბობს.
2.
შემდეგ სხვა ქებასაც ურთავს: იგი წარმართთაგანაც არ იყო და ურწმუნოთაგანაც არა, არამედ თავიდანვე იმ სახლიდან იყო, რომელიც ქრისტეს ემსახურებოდა. როგორც ამბობს: „რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). რადგან, როგორც ამბობს, იგი იყო „ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ“ (). როგორ იყო იუდეველი? როგორ იყო მორწმუნე? რადგან წარმართთაგან არ ყოფილა. ხოლო მამამისის გამო, რადგან „წარმართი იყო მამაჲ მისი“ (...