მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:8

7. რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.8. ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,9. რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
8. ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა, რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით,“ ().

1.

არაფერია იმაზე უარესი, როცა ვინმე მხოლოდ ადამიანური მსჯელობებით განსჯის და ზომავს საღმრთო საქმეებს; ასე ხომ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდება იმ კლდიდან და ნათელსაც მოაკლდება. რადგან თუ ის, ვინც მზის სხივების ადამიანური თვალებით წვდომას მოინდომებს, არა მხოლოდ ვერ მისწვდება და ვერც გაუძლებს წინ მდგომს, არამედ ჩამოვარდება კიდეც და ურიცხვ ზიანს დაითმენს, მით უმეტეს, ვინც იმ ნათელს საკუთარი მსჯელობებით დაუძაბავად შეხედვას მოისურვებს, იმავეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის