„ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს. მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ. სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.“ ().
1.
ზღვაში მოწაფეს დიდ გამბედაობას ანიჭებს ის, რომ მისი მოძღვარი ხომალდის დამხობას შეესწროს და გადარჩეს; რადგან აღარ ჩათვლის, თუ ქარიშხალი საკუთარი უცოდინარობის გამო ეცემა, არამედ — საქმის თვით ბუნებიდან გამომდინარე; ეს კი სულის გამხნევებისთვის არც თუ მცირეა. ომებშიც კი წინამძღოლს გულს უმაგრებს ის, თუკი მხედართმთავარს დაჭრილს ხედავს, შემდეგ კი — გამოსულს...