...ვერ მიიღეს; ბოროტები კი არ ისჯებიან, მაშასადამე, კარგ დღეში ყოფილან ისინი, ვინც დიდ განცხრომაში არიან. უკეთესი იქნებოდა ეთქვათ, რომ აღდგომა არ არის, ვიდრე ის, რომ უკვე მოხდა.
და ამბობს: „და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა“ (). ყველასას კი არა, ზოგიერთებისას. რადგან თუ აღდგომა არ არის, რწმენის საქმეც გადაბრუნებულია; თუ აღდგომა არ არის, „უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს“ (), და „ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი“ (); ხოლო თუ არ აღდგა, არც იშვა და არც ცად ამაღლდა. ხედავ, როგორ ჩანს, თითქოს იგი მხოლოდ აღდგომის სიტყვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ თან ბევრი საშინელებაც მოითრევს? მაშ, რას ამბობს? ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ირყევა? მაგრამ, ამბობს იგი: **„ხოლო მტკიცე იგი საფუძვ...