...გადაეწურება და საბოლოოდ მეოთხე წელს მიატოვებს მას, სწორედ მაშინ, როცა იმ შრომათა საზღაურის მიღებას აპირებდა.
ხოლო როცა თქვა: „უმანკო" (), ამით არ კმაყოფილდება, არამედ დასძენს: „მშჳდობით მასწავლელ წინააღმდეგთა მათ" (). რადგან მას, ვინც ასწავლის, ყველაზე მეტად სწორედ ეს უნდა აკეთოს სიმშვიდით; სულს, რომელსაც სწავლა სჭირდება, არ შეუძლია კადნიერებითა და ბრძოლით რაიმე სასარგებლო შეიმეცნოს; თუნდაც ყურის გდებას აპირებდეს, დაბნეული ვერაფერს გაიგებს. რადგან ვისაც რაიმე სასარგებლოს სწავლა სურს, უწინარეს ყოვლისა, კეთილად უნდა იყოს განწყობილი მასწავლებლის მიმართ; ხოლო თუ ეს წინასწარ არ მომზადდა, ვერც საჭირო და ვერც სასარგებლო რამ მოხდება; კაცი კი ვერ იქნება კეთილად განწყობილი იმის მიმართ, ვინც კადნიერდება და შეურაცხყოფს. მაშ, როგორღა ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" ()? ის გამოუსწორებელზე ამბობს, ვინც იცის, რომ უკურნებ...