1. საღვთო წერილი — სულიერი საუნჯე
საღვთო წერილის კითხვა საუნჯეს ჰგავს. როგორც საუნჯიდან მცირე ნაწილის მომპოვებელიც დიდ სიმდიდრეს იძენს, ისევე საღვთო წერილში მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი სულიერი ძალისა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრის პოვნა. და არა მხოლოდ საუნჯეს ჰგავს ღვთის სიტყვა, არამედ წყაროსაც, რომელიც უხვ ნაკადებს აღმოადინებს და ბევრ წყალს შეიცავს: ეს ყოველივე გუშინ საქმით შევიტყვეთ. შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებს რომ მოვკიდეთ ხელი, მთელი სწავლება სიტყვებს მივუძღვენით:...