...რ წყვეტს მის ტიმოთეს სასარგებლოდ ლოცვას, ვინაიდან, როგორც ჭეშმარიტი შვილისთვის, შიშით ფრთხის და ამბობს: „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი“ (). რად ახსენებს ამას აქ? უპირველეს ყოვლისა — მწვალებელთა საწინააღმდეგოდ; ამავე დროს — ტიმოთეს გასამხნევებლად და ვნებათა სარგებელის საჩვენებლად, რომ თვით ჩვენმა მოძღვარმა, ქრისტემ, ვნებით სძლია სიკვდილს. ამის გახსენება გქონდეს, ამბობს, და საკმარის ნუგეშინისცემას პოვებო. „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა“ () — ამბობს. რადგან მაშინდაგან დაიწყეს ზოგიერთებმა განგებულების გადაყირავება, ვინაიდან რცხვენოდათ ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადით. ისეთი იყო ის კეთილი, რაც ღმერთმა მოგვიყო, რომ ხალხს რცხვენოდა მათი მიწერა ღმერთისთვის და არ ს...
2 ტიმოთეს მიმართ 2:8
7. სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.8. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2