მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:9

8. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.10. ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

... ეპისტოლეებში ყველგან ამას სვამს და ამბობს: „მსგავსად სახარებისა ჩემისაო“, ან იმიტომ, რომ მისი დაჯერება საჭირო იყო, ან იმიტომ, რომ სხვებიც სხვა რამეს ახარებდნენ.

„რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი“ () — ამბობს. კვლავ თავისი თავიდან შეჰყავს ნუგეში, კვლავ — შეგონება, და ამ ორი რამით ამზადებს მსმენელს: ერთი — ვნების გადატანა იცოდეს, მეორე — ეს ამაოდ არ ჩაიდინოს. ერთი გზით — სარგებელს მიიღებს, მეორე გზით კი — ზიანიც მოადგება. რადგან რა სარგებელია, თუკი აჩვენებ, რომ მოძღვარი იტანჯება, მაგრამ უსარგებლოდ? გასაოცარი ის არის — თუ რაიმე სარგებელი მოაქვს, თუ მოწაფეთა საკეთილდღეოდ იღვწის. „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს“ (). ანუ, ამბობს, საერო ჯარისკაცები რომ ვყოფილიყავით, ანდა გრძნობადი ომი რომ გვებრძოლა, ამ ბორკილებს, ხელთა შემბორკველთ, შეიძლებოდა რამე ექ...

სრულად ნახვა