...ა გათავისუფლებულთა საქმე ქმნას, შეკრულმა ყველას სძლიოს, შეკრულმა შემბორკველებს დაამარცხოს. რადგან სიტყვა — ღვთისაა და არა — ჩვენი; კაცობრივი ბორკილები ვერ შეძლებენ ღვთის სიტყვის შეკვრას.
„ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს“ ()3. „ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა“ (). აჰა, კიდევ ერთი შეგონება: არც ჩემი თავისთვის და, ამბობს, არამედ — სხვათა ცხონებისთვის ვითმენო ამას. შესაძლებელი იყო უსაფრთხოდ მცხოვრებოდი, შესაძლებელი იყო არცერთი ამათგან არ განმეცადა, საკუთარი თავის ინტერესები ნამდვილად რომ მენახა. მაგრამ ვისთვის განვიცდი ამას? სხვათა სიკეთეთა გულისთვის, რათა სხვებმა ჰპოვონ საუკუნო სიცოცხლე. რას აღთქმულობ აქ...