...თუ იმ დროშიც იობი ამბობდა: „განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა" (), ახლა მით უფრო არა? ამბობს: „ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან" (). ნურაფერი შეგაძრწუნებს ამათგან, ამბობს: თუკი ისინი კეთილდღეობაში არიან, შენ კი განსაცდელებში, საქმის ბუნება ასეთია.
ჩემი მაგალითიდან შეგიძლია ისწავლო, რომ შეუძლებელია კაცი, რომელიც ბოროტებს ებრძვის, ჭირში არ იყოს. შეუძლებელია მოკრივე ფუფუნებაში იყოს; შეუძლებელია მოჭიდავე ნადიმობდეს. ამიტომ ნურცერთი მოღვაწე განსვენებას ნუ ეძიებს და ნურავინ ეძებს უდარდელ ყოფას. აწმყო კვლავ არის ბრძოლა, ომი, ჭირი, შევიწროება, განსაცდელის ადგილი, მოღვაწეობათა ასპარეზი. განსვენების ჟამნი სხვანი არიან; ეს კი ოფლისა და შრომათა ჟამია. არავინ, ვინც სამოსი გაიხადა და ზეთი იცხო, განსვენებას არ...