...ამბობს: „ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. გარნა არა წარემატნენ უფროჲს“ (). „რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო“ (). ამბობს: „გარნა არა წარემატნენ“ (). მაშ, როგორ ამბობს სხვაგან: „რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა“ (), აქ კი: „არა წარემატნენ“ ()? იქ იმას ამბობს, რომ როცა სიახლის შემოტანასა და ცთუნებას დაიწყებენ, ცთომილებაში არ შეჩერდებიან, არამედ მუდამ ახალ მოტყუებებსა და გახრწნილ სწავლებებს გამოიგონებენ; რადგან ცთომილება არსად დგას. აქ კი იმას ამბობს, რომ ვერ მოატყუებენ და ვერ გაიტაცებენ, თუნდაც თავიდან ჩანდეს, თითქოს ზოგიერთს აცდენენ; მალე მაინც გამომჟღავნდებიან. რომ სწორედ ამის შესახებ ამბობს, მ...
2 ტიმოთეს მიმართ 3:9
8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.9. გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო.10. ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3