...ყვავის, შემდეგ გამოაშკარავდება და დაიღუპება. მაგრამ ჩვენი საქმეები ასეთი არ არის; ამის მოწამე შენ ხარ; რადგან ჩვენი საქმეები მოტყუებაში არ დგას. ვინ აირჩევდა მოტყუებისთვის სიკვდილსაც კი? შენ კი „შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა“ (). ამიტომ მტკიცე იყავი, რადგან უბრალოდ იქ არ ყოფილხარ, არამედ ზედმიწევნით მიჰყევი. აქ იმით, რომ ამბობს: „შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა“ (), აჩვენებს, რომ დიდი დრო გასულა. ეს სიტყვას ეხება. „ცხოვრების წესს“ — ეს ცხოვრებას ეხება. „განზრახვას“ — ეს გულმოდგინებასა და სულის განწყობას ეხება.
იგი ამბობს: ეს ისე არ იყო, რომ ამას ვამბობდი, მაგრამ არ ვასრულებდი, არც მხოლოდ სიტყვებში ვფილოსოფოსობდი. „რწმენას, სულგრძელებას.“ ამბობს: როგორ ვერაფერი ამათგან ვერ მაღელვებდა....