თარგმანი: მშჳდობითა ქრისტესითა დაჰბეჭდავს სიტყუათა თჳსთა და კითხვითა მეგობართაჲთა განამტკიცებს შორიელთა შორის საკრველსა სიყუარულისასა. და თჳთცა მოიკითხავს მოყუარეთა თჳსთა სახელით, რაჲთა ჩუენ გუასწავოს ესრეთ ყოფად, რაჲთა რაჟამს ერთისა ვისსამე მივსწერდეთ შორიელისა, მის მიერ მოვიკითხვიდეთ ზოგად ყოველთა ძმათა ჩუენთა, და ამას აღუგებდეთ ზეთად ლამპარსა მას სიყუარულისასა, რომლისა მიერ განათლებულთა მეყავნ ჩუენ შესლვაჲ სასძლოსა მას ზეცისასა, სიძისა თანა უკუდავისა ქრისტესსა. მისსა დიდებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
3 იოვანე 1:15
14. რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.15. მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით.
3 იოვანე თავი 1