მოციქულისაჲ: მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა, რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით (1,13-14).
თარგმანი: აქაცა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა ამათ შემოკლებისაჲ, ვითარმედ ადრე ეგულების მისლვაჲ, რომლისათჳს წინა-განმზადებულ ჰყოფს, რაჲთა საქმეთა კეთილთა შემატებითა სურვილით და წადიერებით მიელოდის პირისპირ ხილვასა და ზრახვასა პირისა მის ღმრთისმეტყუელისასა.
მოციქულისაჲ: მშვდობაჲ შენდა. გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით (1,15).
თარგმანი: მშჳდობითა ქრისტესითა დაჰბეჭდავს სიტყუათა თჳსთა და კითხვითა მეგობართაჲთა განამტკიცებს შორიელთა შორის საკრველსა სიყუარულისასა. და თჳთცა მოიკითხავს მოყუარეთა თჳსთა სახელით, რაჲთა ჩუენ გუასწავოს ესრეთ ყოფად, რაჲთა რაჟამს ერთისა ვისსამე მივსწერდეთ შორიელისა, მის მიერ მოვიკითხვიდეთ ზოგად ყოველთა ძმათა ჩუენთა, და ამას აღუგებდეთ ზეთად ლამპარსა მას სიყუარულისასა, რომლისა მიერ განათლებულთა მეყავნ ჩუენ შესლვაჲ სასძლოსა მას ზეცისასა, სიძისა თანა უკუდავისა ქრისტესსა. მისსა დიდებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.