1.მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით.2.საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა.3.რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ.4.სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ.5.საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა,6.რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა.7.რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმართთაგან.8.ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა.9.მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ.10.ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.11.საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.12.დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა ჩუეცა ვწამებთ და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს.13.მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა.14.რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.15.მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით.
მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარ მე ჭეშმარიტებით (1,1).
თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი სიყუარული, რაჟამს მოხუცებული იყოს შემყუარებელ, რომელმან კეთილად უწყის გამორჩევაჲ ღირსსა სიყუარულისასა. და კუალად ესეცა თუ რომელი არს გზაჲ ჭეშმარიტებით სიყუარულისაჲ, რაჲთა არარათ ჴორციელთა და განხრწნადთა მიზეზთათჳს, არამედ სულიერისა შეძინებისა და წარმატებისათჳს ვიყუარებოდით ურთიერთას.
მოციქულისაჲ: საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და...
მოციქულისაჲ: მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს; სიტყჳთა ბოროტითა გუგმობს ჩუენ, და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა, და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს (1,9-10).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოღუაწებისათჳს ზემო თქუმულთა ჭეშმარიტებისა ქადაგებითა დამაშურალთაჲსა მოვწერე მანდა შესაკრებელისა თქუენისა და რაჲთა...
მოციქულისაჲ: დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა, და ჩუენცა ვწამებთ, და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს (1,12).
თარგმანი: საგონებელ არს, ვითარმედ ესე იგი დიმიტრი არს, რომელი ეფესოს ვეცხლისა ტაძარსა აშენებდა არტემიდისთჳს, რომლისათჳს მოგჳთხრობს საქმესა შინა მოციქულთასა, რომელი უკუანაჲსკნელ ესოდენ მოწმუნე იქმნა, რომელ ყოველთა მიერ წამებული თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა იქების. ხოლო უტყუველი ჭეშმარიტებაჲ ღმერთი არს, რომლისა ქადაგი მოციქული და ღმრთისმეტყუელი...
მოციქულისაჲ: მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა, რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით (1,13-14).
თარგმანი: აქაცა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა ამათ შემოკლებისაჲ, ვითარმედ ადრე ეგულების მისლვაჲ, რომლისათჳს წინა-განმზადებულ ჰყოფს, რაჲთა საქმეთა კეთილთა შემატებითა სურვილით და წადიერებით მიელოდის პირისპირ ხილვასა და ზრახვასა პირისა მის ღმრთისმეტყუელისასა.
მოციქულისაჲ: მშვდობაჲ შენდა. გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა...