თარგმანი: იგივე და ერთ იყვნეს ძმანი და უცხონი და ამისთჳს მაქებელ ექმნების მოციქული გაიოსს, რამეთუ ზოგად შეიკრიბნა ძმათმოყუარებაჲ და უცხოთმოყუარებაჲ, რამეთუ ძმანი იყვნეს ერთსარწმუნოებისათჳს და უცხო — სტუმრობისათჳს, რომელნი-იგი მიმორბიოდეს მსახურებასა მას სახარებისა ქადაგებისასა, და არარაჲ აქუნდა მათ თანა წარმავალთაგანი, არამედ მხოლოდ ყოველთა გამომზრდელსა მას ესვიდეს ჴელსა ღმრთისასა. ამისთჳს უცხოთ შემწყნარებელი და მსტუმრებელი და განმსაგზლველი მათი მას თავადსა შეიწყნარებს, რომელი იტყჳს: რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარებს. და კუალად, თანაშემწე იქმნების ჭეშმარიტებისა, ვითარცა საჭიროჲსა საზრდელისაგან უზრუნველმყოფელი ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათაჲ. ამისთჳს ქებაჲ მისი განითქუმის შორის შესაკრებელისა წმიდათაჲსა.
3 იოვანე 1:8
7. რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმართთაგან.8. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა.9. მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ.
3 იოვანე თავი 1