მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:10

9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
დაბადებისა თავი 1
10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 5. „და თქუა ღმერთმან: შეკრბეს წყალნი ცასა ქუეშე შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდეს ჴმელი" (დაბ 1:9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წყალთა შეკრება და ხმელეთის გამოჩენა (1:9-10):

...ა. და გამოჩნდა ჴმელი. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ"** (დაბ 1:9–10). ხედავ, საყვარელო, როგორ უხილავი და მოუწყობელი დედამიწა, წყლების ქვეშ, თითქოს რაღაც საფარველის ქვეშ, დამალული, ღმერთმა განაშიშვლა, ასე ვთქვათ, და ახლა მისი სახე გვიჩვენა, საკუთარი სახელით რომ უწოდა? „და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ" (). აჰა, წყლებმაც თავიანთი სახელი მიიღეს. როგორც დახელოვნებული ხელოვანი, როცა რაიმე ჭურჭელს თავისი ხელობის წესით აკეთებს, სახელს მანამ არ აძლევს, სანამ მთლიანად არ დაამთავრებს, — ასევე კაცთმოყვარე მეუფე მანამ სახელს არ აძლევს სტიქიებს, სანამ თავისი ბრძანებით თითოეულს თავის ადგილზე არ დააყენებს. შემდეგ, როცა დედამიწამ თავისი სახელი მიიღო და ჯეროვანი სახე შეიძინა, წყლებმაც, ერთად შეკრებილმა, თავისი სახელწოდება დაიმსახურა. „უწოდა, — ამბობს, — შესაკრებელსა წყალთასა ზღუებ", და კვლავ დაუმატა: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". რადგან უძლური ადამიანური ბუნება ღვთის ქმნილებათა ღირსეულ შექებას ვერ შეძლებდა, საღვთო წერილი წინასწარ გვიჩვენებს, როგორ შეაქო ისინი თავად შემოქმედმა.

4. მცენარეთა აღმოცენება ღვთის სიტყვით (1:11-13)

როცა იცი, რომ ქმნილებანი თავად შემოქმედის წინაშე მშვენიერნი აღმოჩნდნენ, მით უფრო მეტად განცვიფრდები მათ...

სრულად ნახვა