მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:15

14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.
დაბადებისა თავი 1
15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. შეგონების დასკვნა და მნათობთა შესახებ სწავლების დასაწყისი (1:14-16):

...ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად"** ქუეყანისა „განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად" (). „და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ" (). გუშინ ნეტარმა მოსემ გვიჩვენა, როგორ შეამკო ყოვლისა შემოქმედმა მიწის უსახურობა ბალახებით, მრავალფეროვანი ყვავილებითა და თესლთა აღმოცენებით, დღეს კი მან სიტყვა ცის შემკობისკენ მიმართა. როგორც მიწა შეიმკობა მისგან წარმოშობილით, ისე ეს ხილული ცა (ღმერთმა) უფრო ნათელი და ბრწყინვალე გახადა, მრავალფეროვანი ვარსკვლავებით დაფინა და ორი დიდი მნათობი შექმნა, ესე იგი მზე და მთვარე. „და შექმნა,“ — ნათქვამია, — „ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი — მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი“ (). ხედავ შემოქმედის სიბრძნეს? მხოლოდ თქვა — და ეს საკვირველი სტიქია, ესე იგი მზე, გამოჩნდა. სწორედ მას (მოსე) დიდ მნათობს უწოდებს და ამბობს, რომ იგი დღის განმგებლად შეიქმნა. ის დღეს უფრო ნათელს ხდის, თავის სხივებს ელვებივით ისვრის, ყოველდღე თავის სილამაზეს მთელი ბ...

სრულად ნახვა