მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:16

15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 1
16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. შეგონების დასკვნა და მნათობთა შესახებ სწავლების დასაწყისი (1:14-16):

...რმოშობილით, ისე ეს ხილული ცა (ღმერთმა) უფრო ნათელი და ბრწყინვალე გახადა, მრავალფეროვანი ვარსკვლავებით დაფინა და ორი დიდი მნათობი შექმნა, ესე იგი მზე და მთვარე. „და შექმნა,“ — ნათქვამია, — „ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი — მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი“ (). ხედავ შემოქმედის სიბრძნეს? მხოლოდ თქვა — და ეს საკვირველი სტიქია, ესე იგი მზე, გამოჩნდა. სწორედ მას (მოსე) დიდ მნათობს უწოდებს და ამბობს, რომ იგი დღის განმგებლად შეიქმნა. ის დღეს უფრო ნათელს ხდის, თავის სხივებს ელვებივით ისვრის, ყოველდღე თავის სილამაზეს მთელი ბრწყინვალებით აჩვენებს, გათენებასთან ერთად ჩნდება და ყველა ადამიანს თავიანთი საქმის შესასრულებლად აღვიძებს. სწორედ მის სილამაზეს გამოსახავს ნეტარი წინასწარმეტყველი და ამბობს: „და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე" (ფსალმ 18:6–7). ხედავ, როგორ გამოსახა (დავითმა) (მზის) სილამაზეც და მოძრაობის სისწრაფეც? სიტყვებით: „ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე"(დავითმა) გვიჩვენა, როგორ (მზე) წამში მოირბენს მთელ სამყაროს და კიდი...

სრულად ნახვა