მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 11:1

1. და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.2. და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.
დაბადებისა თავი 11
1. და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. დიდი კვირა და ერთი ენის საიდუმლო (11:1-2):

აი, ჩვენ უკვე მივედით წმინდა დიდი მარხვის დასასრულამდეც, მარხვის ცურვა დავასრულეთ და, ღვთის მოწყალებით, ბოლოს ნავსადგურსაც მივაღწიეთ. მაგრამ ამის გამო არ უნდა დავეცეთ უზრუნველობაში, არამედ კიდევ უფრო მეტი მოშურნეობა და ფხიზლობა გამოვიჩინოთ. მეზღვაურებიც, როცა უამრავ საზღვაო უფსკრულს გადალახავენ და უკვე აფენილი აფრებით, ზემოთ ამოტანილი ტვირთით ნავსადგურში შესვლას ემზადებიან, სწორედ მაშინ იჩენენ განსაკუთრებულ ყურადღებას და გულმოდგინებას, რათა ხომალდი კლდეს ან ქვას არ მიარტყან და წინანდელი შრომის ნაყოფი არ დაკარგონ. ასევე იქცევიან სირბილში შეჯიბრებულნიც: როცა ასპარეზის დასასრულს უახლოვდებიან, სწორედ მაშინ ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად სირბილს, რათა ბოლომდე მიაღწიონ და ჯილდოს ღირსნი გახდნენ. ასევე მოჭიდავეებიც, როცა მრავალი ღვაწლისა და გამარჯვების შემდეგ ბოლო, გვირგვინოსან ბრძოლაში შედიან, უფრო მეტ ძალისხმევას იჩენენ, რათა საბრძოლო მოედნიდან გამარჯვების გვირგვინით გადმოვიდნენ. მაშასადამე, როგორც მეზღვაურები, სირბილში შეჯიბრებულნი და მოჭიდავეები განსაკუთრებულ მოშურნეობასა და ფხიზლობას იჩენენ, როცა თავიანთი შრომის დასასრულს უახლოვდებიან, —...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის