ხედავ, რა ხსოვნა გრძელდება ყველა საუკუნის მანძილზე? ხედავ, რა ხსოვნას მოაქვთ დიდი და გამოუთქმელი სიკეთეები? ასეთი ნაგებობებით ვეცადოთ, დავტოვოთ ხსოვნა ჩვენი თავის შესახებ. ქვებისგან აშენებული ნაგებობები არათუ ვერ მოგვიტანს სარგებელს, არამედ, სამარცხვინო სვეტის მსგავსად, ჩვენს წინააღმდეგ იღაღადებს ხმამაღლა. როცა ამქვეყნიდან მივდივართ, ამ ნაგებობებისთვის ჩადენილ ცოდვებს ჩვენთან წავიღებთ, თავად ნაგებობებს კი აქ ვტოვებთ, და ამგვარად, არათუ ცარიელ და უსარგებლო ხსოვნასაც ვერ მოვიპოვებთ მათ მეშვეობით, არამედ კიდევ განკითხვის ქვეშ ჩავდგებით, ხოლო თავად სახელი (მფლობელისა) სხვას გადაეცემა. და მართლაც, ეს სახელი ერთიდან მეორეს გადაეცემა, ხოლო ამისგან კვლავ სხვას. დღეს ამბობენ: ეს ამისა და ამისის სახლია, ხვალ — სხვისი, ხოლო ზეგ — კიდევ სხვისი. ამგვარად, ჩვენ ნებაყოფლობით ვატყუებთ საკუთარ თავს, ვფიქრობთ, თითქოს რაიმე საგანზე ხელისუფლება გვაქვს, და არ ვუფიქრდებით, რომ მხოლოდ სარგებლობა შეგვიძლია და, ნებით თუ უნებლიეთ, ამ საგნებს სხვებს ვუთმობთ; არ ვამბობ, რომ ისეთ ადამიანებსაც კი ვუტოვებთ, ვისთვისაც არ გვენდომებოდა. მაგრამ თუ აუცილებლად გსურს,...
დაბადებისა 11:6
5. და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.6. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.
დაბადებისა თავი 11