მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 11:7

6. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.8. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.
დაბადებისა თავი 11
7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენათა აღრევა და ხალხთა განბნევა (11:6-9):

ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას? რადგან მას სურს მათი ჩანაფიქრის ჩაშლა, წინასწარ გამართლებას შეადგენს (თავისი განზრახვისა), მიუთითებს მათი ცოდვის სიდიდეზე, ბოროტზნეობის სიმძიმეზე, იმაზე, რომ მათ ენის ერთობა სათანადოდ არ გამოიყენეს. „აჰა, — ამბობს, — ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად". ღმერთი ჩვეულებისამებრ ასე იქცევა: როცა სასჯელის მოვლინებას აპირებს, ჯერ ცოდვათა სიდიადეს აჩვენებს, თითქოს გამართლებას წარმოაჩენს, და მხოლოდ მას შემდეგ სჯის. ასე იყო წარღვნის დროსაც, როცა მან ის საშინელი მუქარა მოისურვა, წერილი ამბობს: „ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი... და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (). ხედავ, როგორ აჩვენა ჯერ მათი გარყვნილების უკიდურესობა, და მხოლოდ მას შემდეგ თქვა: „აღვჴოცო კაცი" ()? ასევეა ახლაც: „აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად". თუ ისინი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის