...რც ენის ერთობა ერთ ადგილას ცხოვრებაში აერთიანებდა მათ, ისე ენის სხვადასხვაობამ აიძულოს ისინი განიბნენ. ერთი ენა და მეტყველების წესი რომ არ ჰქონდათ, როგორ შეძლებდნენ ერთად ცხოვრებას? „და განთესნა იგინი, — ნათქვამია, — უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, რა გაჭირვებაში ჩააყენა ისინი! ისინი ამის შემდეგ ჭკუიდან გაშმაგებულებს დაემსგავსნენ: ერთი ამას ითხოვდა, მეორე სხვას აწოდებდა, ისე, რომ ბოლოს მთელი მათი ძალისხმევა უნაყოფო გახდა. ამიტომაც „დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი". „ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან" მთელ ქვეყანაზე (დაბ 11:8–9). შეხედე, რამდენი რამ გაკეთდა, რომ ამის ხსოვნა ყველა საუკუნეში შენარჩუნებულიყო. პირველ ყოვლისა, ენების გაყოფა, მაგრამ ამაზეც მეტად და ამაზე ადრე, თავად სახელის დარქმევა, რადგან „ფალეკი", რომელიც ებერმა თავის ძეს დაარქვა, ნიშნავს „გაყოფას". შემდეგ, ადგილის სახელწოდება — ადგილს „შერევნა" ეწოდა, რაც ბაბილონს ნიშნავს. და ბოლოს, თავად ებერს იგივე ენა დარჩა, რათა ესეც ემსახურა გაყოფის ნათელ ნიშნად. ხედავ,...
დაბადებისა 11:8
7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.8. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.9. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
დაბადებისა თავი 11