აი, ნამდვილი ქორწინება, როცა ქმარ-ცოლი იზიარებს არამხოლოდ ბედნიერებას, არამედ საფრთხეებსაც; ეს გულწრფელი სიყვარულის ნიშანია, ეს ყველაზე ერთგული მეგობრობის დამტკიცებაა. არა ისე ადიდებს მეფეს მის თავზე დადგმული გვირგვინი, როგორც ამ ნეტარს ადიდებდა და ამაღლებდა ის მორჩილება, რომლითაც ქმრის რჩევა მიიღო. ვინ არ განცვიფრდება, როცა ასეთ დამორჩილებაზე იფიქრებს? ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს ის, ვინც, ასეთი უმანკო და ასეთ ასაკში, მზად იყო თავისი მხრიდან მრუშობა დაეშვა, ბარბაროსებთან თანაცხოვრება აეტანა, რომ მართალი გადაერჩინა? მაგრამ მოითმინე ცოტა და იხილავ ღვთიური განგების სიბრძნეს. ის იმიტომ ითმენდა ასე დიდხანს, რომ მართალიც უფრო მეტად ედიდებინა, და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენებით არამხოლოდ ეგვიპტელებისთვის, არამედ პალესტინის მცხოვრებთათვისაც ეჩვენებინა, თუ რა წყალობით სარგებლობდა პატრიარქი ყველას უფალთან. „და იყო, — ნათქვამია, — რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის...
დაბადებისა 12:14
13. თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.14. და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.15. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.
დაბადებისა თავი 12