მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 12:15

14. და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.15. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.16. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.
დაბადებისა თავი 12
15. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარა ფარაონის სასახლეში და ღვთის სასჯელი (12:14-17):

აი, ნამდვილი ქორწინება, როცა ქმარ-ცოლი იზიარებს არამხოლოდ ბედნიერებას, არამედ საფრთხეებსაც; ეს გულწრფელი სიყვარულის ნიშანია, ეს ყველაზე ერთგული მეგობრობის დამტკიცებაა. არა ისე ადიდებს მეფეს მის თავზე დადგმული გვირგვინი, როგორც ამ ნეტარს ადიდებდა და ამაღლებდა ის მორჩილება, რომლითაც ქმრის რჩევა მიიღო. ვინ არ განცვიფრდება, როცა ასეთ დამორჩილებაზე იფიქრებს? ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს ის, ვინც, ასეთი უმანკო და ასეთ ასაკში, მზად იყო თავისი მხრიდან მრუშობა დაეშვა, ბარბაროსებთან თანაცხოვრება აეტანა, რომ მართალი გადაერჩინა? მაგრამ მოითმინე ცოტა და იხილავ ღვთიური განგების სიბრძნეს. ის იმიტომ ითმენდა ასე დიდხანს, რომ მართალიც უფრო მეტად ედიდებინა, და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენებით არამხოლოდ ეგვიპტელებისთვის, არამედ პალესტინის მცხოვრებთათვისაც ეჩვენებინა, თუ რა წყალობით სარგებლობდა პატრიარქი ყველას უფალთან. „და იყო, — ნათქვამია, — რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის